ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით კორცხელის თემში შედეგები უცვლელი დარჩა

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორცხელის თემის#54-ე და #53-ე საარჩევნო უბნებზე 22 მაისის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ,,თაიმერს” ცესკოდან აცნობეს.

23 მაისს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკი „ქართული ოცნების“წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. #53 საუბნო საარჩევნო კომისიისშემაჯამებელ ოქმს, სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებთან დაკავშირებულხარვეზთან მიმართებაში, ასევე თან ერთვოდა ნაციონალური მოძრაობიდან საუბნო საარჩევნო კომისისიის წევრის განსხვავებული აზრი. საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა მხოლოდ გადათვლის ნაწილში. გადათვლისას, ბიულეტენებისა და მიღებული ხმების რაოდენობა დადგინდა იგივე; ხოლო, ამომრჩეველთა ხელმოწერა აღმოჩნდა ერთით მეტი. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ამომრჩევლების ხელმოწერასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოიფხვრა. რაც შეეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას, უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარდგენილი ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის დამკვირვებელმაც გადათვლის და უმნიშვნელო ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, მოხსნა მოთხოვნა”- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“სული მტკივა, რომ ვერ გეხმარებით, მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით”
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკო უკრაინაშია – პირდაპირი ეთერი აეროპორტიდან