ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2019 12:38

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

მოთხოვნის მიზეზი გუშინ მომხდარი ინციდენტია. ოპოზიციის განცხადებით, სიების გატანა უკანონოდ მოხდა. კომისიიდან გატანილი სიები ადგილზე გვიან ღამით დააბრუნეს.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ინვენტარი და სიები მან კანონის სრული დაცვით გასცა.

ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება ცესკოშიც გააკეთეს. მათი განცხადებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2019 12:38

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics