ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში ისევ ხმაურია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 12:52

ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში ისევ ხმაურია

ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში ისევ ხმაურია. შენობაში მოქალაქეებს არ უშვებენ. იმის მიუხედავად, რომ საოლქო კომისია საჯარო დაწესებულებაა, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ შესვლა, ადგილზე დაცვის პოლიციაა მობილიზებული და ადამიანებს შენობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამზადებული სპეციალური ბეიჯების გარეშე არ უშვებს.

საოლქო კომისიაში სხდომის დასაწყებად ემზადებიან. სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი სხდომაზე რამდენიმე საკითხის დაყენებას აპირებენ, მათ შორის საუბარია საარჩევნო ყუთებზე.

ოპოზიციის მტკიცებით, გადასატანი ყუთების სიაში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გადაადგილება შეუძლიათ. ოპოზიციის წევრები კომისიაში მტკიცებულებებით მივიდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 12:52

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics