ზუგდიდის საოლქო კომისიამ ჩანიშნული სხდომა გადადო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ამ წუთებში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან, ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომას ითხოვენ.

ზუგდიდში საოლქო კომისიის სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სხდომაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, ის ერთი საათით გადაიდო.

„გუშინ მთელი დღის მანძილზე დავდიოდით უბნებზე, რათა გადაგვემოწმებინა სად ჰქონდათ სამაგიდო სიები ვიდრე შევძლებდით მათ დაბრუნებას, ისევე როგორც ბეჭდების ანამ ამოვიღებდით მოქმედებიდან და გამოვაგზავნინებდით ცესკოს ახალ ბეჭდებს. აღმოჩნდა, რომ არანაირად დაცული არ იყო არც სიები და არც ბეჭდები, რომელზეც საუბრობდა მირანდა მესხი, ამიტომ მირანდა მესხმა უნდა დატოვოს თანამდებობა. თამარ ჟვანიამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

ალბათ რეალურ შტაბის უფროსთან ეს არის გიორგი გახარია ხდება დეტალების შეთანხმება, რის გამოც გადაიდო სხდომა. ჩვენი გამოჩენის ძალიან ეშინიათ იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ უკვე აღვკვეთეთ მათი მთავარი გაყალბების სქემა,. დავაბრუნებინეთ სიები, გამოვაგზავნინეთ ბეჭდები და როგორ ჩანს ჩვენი გამოჩენა მათთვის საფრთხის შემცველია,“-აცხადებს “ენმ”-ს ერთ ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ფაქტებზე რვა პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია: ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ