ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეთხილეებმა აქცია გამართეს

 

aqciaზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, თხილის ბიზნესში მოღვაწე ადამიანებმა, მეწარმეებმა  და კერძო პირებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამ დროისათვის თხილზე არსებულ დაბალ ფასებს აპროტესტებდნენ. როგორც მეწარმეები განმარტავენ, თხილის დაბალ ფასს ხელისუფლება აკონტროლებს.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ  აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის  წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ანი წითლიძის განცხადებით ხელისუფლება, გუბერნატორი, დავით შენგელიასთან ერთად აკონტროლებს თხილს ბიზნესს და სწორედ ამიტომ არის დაბალი ფასები.

საპროტესტო აქციის მონაწილეების პროტესტს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ახირებითა და ორგანიზებით ჩატარდა. მათივე განმარტებით, თხილის ბიზნეს არა კერძო პირი არამედ ბაზარი აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა საქმიანობას ეკონომიკის და ბინზესის ფაკულტეტზე გააგრძელებს
შემდეგი სტატიასომხეთს”კანონიერი ქურდები” ეწვივნენ