ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს (ვიდეო)

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შევიდა და პროტესტის ნიშნად სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით გაიყვანეს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა გრძელდება.

„პოლიციის უფროსი პირადად ხელმძღვანელებს ოპერაციას. ეს არის საკრებულო,რომელმაც თავისი უფლებამოსილება უკვე ამოწურა და შესაბამისად, არ შეიძლება 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცონ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან უფლებამოსილები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე.

https://youtu.be/bTmlUhYor8M

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოების მიერ უკანონოა
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რის გამოც სხდომა შეწყდა