ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავტოავარიაში მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. „თაიმერის“ ინფორმაციით ერთ-ერთი დაშავებული ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაციაა.

„თაიმერის“ ინფორმაციით, შემთხვევისას, ფაცაცია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, ჯერ გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი „ფორდის“ მარკის სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირცელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობენ, ჩემს ძმასთან პრაქტიკულად არ მაქვს ურთიერთობა
შემდეგი სტატიაზუგდიდში თურქი ბიზნესმენის სატვირთო ავტომანქანა გაძარცვეს