ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შამგონაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

გარდაცვლილის მეუღლე-ბაკურ სორდია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შამგონაში გუშინ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.”ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს – გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია.

დარწმუნებული ვარ გამოძებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.” -აცხადებს წოწერია.

ახალგაზრდა ქალი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ახლობლებმა ქართული ოცნების დეპუტატის ზაზა ხუბუას საძროხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ახლობლებლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.დაკავებულია გარდაცვლილის მეუღლე ბაკურ სორდია, რომელიც ამ დრომდე მიმალული იყო. დაკავება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო „ოცნების“ დეპუტატი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა, რომელიც ოჯახის ახლობელი გახლავთ. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატი ზაზა ხუბუა და გარდაცვლილი ქალის ქმარი, ბაკურ სორდია მეგობრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელის დამსახურებაა 2019 წლის მერის შუალედურ არჩევნებში მმართველი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა და არჩევნების მოგება სოფელში. ბოლოს სამი შვილის დედა ოცნების მაჟორიტარის ზაზა ხუბუას ბოსელში ნახეს ჩამომხრჩვალი. ნაცემი ქალი ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ის გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით
და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშამგონაში მომხდარ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთაშუა ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება