ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე დეპუტატები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე დეპუტატები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ძალის გამოყენებით გაიყვანეს ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძეც.

საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთერთი მათგანი, მაია კალანდია ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებსი ბრიგადები და პოლიციის დიდი რაოდენაობაა მობილიზებული.

ზუგიდიდის საკრებულოში დღეს დილიდან ხმაურია. მოშიმშილე დეპუტატებმა ენმ-ის ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ბიუჯეტის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობს და დაჩქარებული წესით იღებს 2022 წლის ბიუჯეტს.

საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის დახურულია.

banner
წინა სტატიაშიახლად რეაბილიტირებულ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის