ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი შეძახილებისა და ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანება 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

თემისა და ქალაქის დამტკიცების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ აღნიშნული საკითხისთვის.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თან შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ: “ძალა ერთობაშია”, “მეტი დეცენტრალიზაცია” და სხვ . “ნაციონალური მოძრაობის” 7-მა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საზღვაო სამხედრო ძალებმა კორეის ნახევარკუნძულთან ავიამზიდ “რონალდ რეიგანის” გადაადგილება დაიწყეს
შემდეგი სტატია(ვიდეო) დავით დონდუა ჰერბერტ ზალბერს შეხვდა