ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა არ დაუჭირეს.

მანამდე სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა. ის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნატალია შეროზიამ სიტყვის უფლება “ქართული ოცნების” მხარდამჭერს მისცა.

სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე ომყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები”. საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა შიანაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ მოკლავთ თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’, ,,ზუგდიდი – ჩემი ქალაქია?!’’

banner
წინა სტატიაშისესილია – უბრალოების არისტოკრატიზმი
შემდეგი სტატიასასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო