ზუგდიდის საკრებულო არ განუხილავს სკეიტ პარკის ტერიტორიის გადაცემა კომპანია m2-ისთვის ან რომელიმე სხვა კომპანიისთვის

ზუგდიდის საკრებულო არ განუხილავს სკეიტ პარკის ტერიტორიის გადაცემა კომპანია m2-ისთვის ან რომელიმე სხვა კომპანიისთვის. საუბარია მიწის გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონით, რომელში მონაწილეობაც შეეძლება ნებისმიერ დაინტრესებულ პირს. გაიმარჯვებს ის კომპანია, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ზუგდიდს.
მერიამ საკრებულოს ამასთან დაკავშირებით დღეს დასამტკიცებლად წარუდგინა საპრივატიზაციო ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.
ზუგდიდში ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურის შექმნა არის აუცილებელი ამ ქალაქის მომავლისთვის და განვითარებისთვის და ზუგდიდის მერია აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის, ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიახანდაზმული ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს!