ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.
,,თაიმერის” ინფორმაციით ბავშვი დედასთან ერთად პაციენტთის პალატაში იმყოფებოდა. ამ წუთებში მას კომპიუტერული დიაგნოსტიკა უტარდება. ბავშვს ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. თუმცა ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ექიმების თქმით, მცირეწლოვანს დღესვე თბილისში გადაიყვანენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.