ზუგდიდის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, იატაკი ისევ ჩამოინგრა

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მეორე და მესამე სართულებს შორის იატაკი ისევ ჩამოინგრა.
დევნილების თქმით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობაში მცხოვრები ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებას და დევნილთა სამმართველოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და შიმშილობით იმუქრებიან.
„მანუჩარ ჩილაჩავა ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ამბობს, რომ ძალით ვაკეთებთ ამას, რაც სისულელეა. რომელი ჩვენგანი ჩააგდებს ბავშვებს საფრთხეში? ყურადღებას არ მოგვაქცევენ, დღესვე დავიწყებთ შიმშილობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დევნილმა დალი ჩანგელიამ.
რაიონულ საავადმყოფოში იატაკი ორი დღის წინაც ჩამოინგრა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
შემდეგი სტატიახვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს