ზუგდიდის საარჩევნო უბანზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ,ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ეკლესიასთან ბრიფინგი გამართა.

ქარდავას განცხადებით, გამსახურდიას ქუჩა, #118 – ში სადაც, ადრე მე -12 საჯარო სკოლა მდებარეობდა და ახლა ეკლესია შენდება, ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები. იგი ასევე დასძენს,რომ გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მეშვიდე უბანზე 50 – ით მეტი ამომრჩევლია, და ასევე, ამავე ქუჩაზე, ერთ- ერთ ოჯახში 11 ამომრჩეველით მეტია დარეგისტრირებული. ბაჩუკი ქარდავა დასძენს,რომ სწორედ ამ მეთოდებით მმართველი პარტია არჩევნებს აყალბებს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კი აცხადებს რომ ჯერ მუშა პროცესია, სიები ბოლომდე არ გამოქვეყნებულა და რონელიმე პოლიტიჯურ პარტიას აქვს კითხვები და არსებობს ხარვეზები აუცილებლად აღმოიფხვრება. ,,ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაეცემა სიები.თუ არსებობს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება. გარდა ამისა, ბოლო ოთხი წელია ეს სიებია და მასში დიდი ცვლილებები არ შესულა, თუ მაგალითად რაიმე ტიპის უზუსტობა იყო თქვან და გამოვასწორებთ,”- აცხადებს მირანდა მესხი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაკვიპროსის პრეზიდენტი : თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში – ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორია აქვთ