ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი.

აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ხმათა 54.18 პროცენტით (30 470) იმარჯვებს.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.84 პროცენტი (24 095) აქვს.

სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიხულოში ყველა უბნის დათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იმარჯვებს
შემდეგი სტატიაგიორგი ისაკაძე: 3 “შალვა შავგულიძე” მაინც უნდა ინატრო,თუ გსურს ქვეყანა გავიდეს ფონს