ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადავარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განმარტებით, პაციენტი თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზით იყო მოთავსებული.

„მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, თავის ტვინის კეროვანი ტრამვის დიაგნოზით. მდგომარეობა იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი და იგეგმებოდა პაციენტის გაწერა ბინაზე, თუმცა ღამის საათებში პაციენტი მოულოდნელად გადახტა მეოთხე სართულიდან. სამწუხაროდ, პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა და გადასვენებულია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”,- აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუგულავა კობახიძის განცხადებაზე – ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიანათია იოსელიანი – „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით