ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ახალგაზრდა ინტოქსიკაციით შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 8 ახალგაზრდა შეიყვანა. რვავე მათგანს მწვავე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

როგორც კლინიკის მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, რვავეს დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი აქვს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო 5 ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: სენატორებს ვუთხარი, რომ თუ საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება, სხვა პრობლემებს აქ ჩვენ მივხედავთ
შემდეგი სტატიაელისაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით