ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

როგორც სულხან ორჟონიამ აღნიშნა, 42-დან 13 პაციენტი ბავშვია.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისათვის, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,,შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია”