ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
სხვა სტატიები
- პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ირმა ნადირაშვილი გამოიკითხება
- “კანონიერი ქურდი” მეტსახელად “კობა” უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს
- ზაზა ხატიაშვილი – ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება 35 წლის კ.წ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კ.წ.-მ მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 8 იანვარს, საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამ დრომდე ქუთაისის რეგიონალური მედიცინის ცენტრში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.