ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2016 11:27

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ზუგდიდის 67-ე ოლქის განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში კობა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ შედეგების გაბათილება უკანონოდ მოხდა. მისი თქმით კომისიის წევრები დავალებას ასრულებდნენ. მან კომენტარი გააკეთა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებაში, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უკვე სასამართლოც ჩაერთო.

სასამართლომ ასევე იმსჯელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ 8 სარჩელზე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2016 11:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics