ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პროცესზე ორი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ნატრული აკობიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ორი, თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა. ნატრული აკობია სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი მათგანი სხდომას დაესწრო, მეორემ კი გადადება მოითხოვა.

“დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება, ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა,ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე, ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამასახურს, მაგრამ ეს საკმარისია?”,-წერს იგი.

banner
წინა სტატიაშისავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა
შემდეგი სტატიადირსისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის