6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 42 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 42 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება –  გუშინ მოწმის სახით ნათია აფხაზავას ოჯახის წევრები გამოკითხეს. სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ ერთ-ერთი მოწმის მიერ  3 სექტემბერს მიცემული ჩვენება გერმანულიდან იყო ნათარგმნი ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით და არა სიტყვა-სიტყვით.

ეს უკანასკნელი ოჯახის პროტესტის მიზეზი გახდა, რადგან ამბობენ, რომ დამახინჯებული თარგმანის გამო, ჩვენების შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა.

აფხაზავების ოჯახი გეგმავს გაასაჩივროს გამომძიებელ დათა ღვინჯილიასთვის მიცემული ჩვენება.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან სასტიკად მოკლული 42 წლის ნათია აფხაზავას ოჯახმა მდუმარე აქცია გამართა. ემიგრანტს 41 ჭრილობა მიაყენეს, ოჯახი კი ეჭვობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს თანამზრახველი ჰქვადა, რომელსაც გამოძიება სავარაუდოდ ხელს აფარებს.

აფხაზავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი ფულის გამო მოკლეს.

წყარო: “ტვ პირველი”

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა განახორციელონ – “სიენენი”
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს