ზუგდიდის რაიონში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ზუგდიდის რაიონში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ავრცელებს.
„11-17 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – სიგარეტის (ჯამში 41800 ღერი) აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები გაეგზავნა სასამართლოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია – ჩვენი სურვილია, რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს მიმზიდველი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე-არ გვგონია, რომ 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია