ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მგლებმა პირუტყვი დაგლიჯეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მცხოვრებლების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მგლებმა ოცამდე პირუტყვი დაგლიჯეს. მოსახლეობა შიშობს, რომ მტაცებელი ცხოველი მათ საცხოვრებელ ეზოებშიც შევა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისინი დახმარებას და მგლების დახოცვისთვის შესაბამის ლიცენზიას ითხოვენ.

ურთას გამგებლის ბადრი ნინუას განმარტებით, ლიცენზია უკვე მიღებულია და მონადირეები უკვე იკრიბებიან.
“აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში”,- განაცხადა ბადრი ნინუამ.

banner
წინა სტატიაში12 ნოემბერს ტელევიზიასა და რადიოში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება აკრძალულია
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს – ,,გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან პატარა ბიძინები… არ მიიღოთ მონაწილეობა მორიგ ფარსში“