ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის საშუალებით ცდილობდა შემოსვლას.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.

მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპულთა ფოტომასალა
შემდეგი სტატიათბილისის N192 ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა