ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ -“ამ ცხოვრების დედაც!!!

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ ენმ-ს მხარდამჭერებმა სლოგანები “ამ ცხოვრების დედაც!!!”, ” პატარა ბარბარემ წერა არ იცის”, დააწერეს. ასევე აქციის მონაწილეებმა წარწერები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის შენობასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: როგორ დავიცვათ სხვა ლუკა, სხვა ზურაბი, სხვა არჩილი, სხვა გიორგი, სხვა ვაჩე, სხვა ნიკოლზი
შემდეგი სტატიაბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა – ბოდიში ლუკა