ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მათ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსისგან, ირაკლი ფაცაციასგან, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების და საკრებულოს წევრის გია დანელიას პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

ოპოზიციური გაერთიანების წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტიის წევრებზე თავდასხმები შს მინისტრის დავალებით ხორციელდება და ადგილზე მას ირაკლი ფაცაცია ახორციელებს.

„გამოვიდეს ფაცაცია და გაგვცეს პასუხი, რატომ არ აკავებენ ინციდენტის მონაწილე ყველა პირს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე და მან პოლიციის უფროსთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა განუმარტეს, რომ ირაკლი ფაცაცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა
შემდეგი სტატიაშშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებული მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება