ზუგდიდის ორ ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა-დაკავებულია რუსლან პერტაია იგივე “პეშუ”

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდის ორ ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი სავარაუდოდ ნარკორეალიზატორს ეძებდნენ. სამართალდამცავებს რიგის ქუჩაზე სახლში არავინ არ დახვდათ, ხოლო ლომოურის ქუჩაზე მათ აიყვანეს რუსლან პერტაია იგივე პეშუ, რომელმაც 8 თვის წინ დატოვა საპყრობილე. ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავზობთ.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.
პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი
იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2
ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მხარდაჭერით დევნილებს კორონავირუსთან ბრძოლა უნდა გაუადვილდეთ
შემდეგი სტატიასროლა ვაკეში