ზუგდიდის ნაწილობრივ გახსნილი ბაზარი დაიხურება

ხალხმრავლობის გამო ზუგდიდის ბაზარს კვლავ დახურავენ. ამ საკითხზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ცენტრალურ ბაზარი 4 აპრილს დაიხურა, თუმცა 12 აპრილს ნაწილობრივ კვლავ გახსნეს

მერიის ნებართვით ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა,რომელიც მარტო კერძო ფართებს მოიცავს, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილი ფართები დღემდე დაკეტილია. მოვაჭრეები, რომლებსაც სახელმწიფოს კუთვნილ ფართებზე ვაჭრობენ, აპროტესტებენ, იმ ფაქტს, რომ მათ უფლებას არ აძლევენ ვაჭრობის და ითხოვენ, რომ კანონი ყველასთვის ერთი იყოს, ან მთლიანად გაიხსნას ბაზარი ანდა საერთოდ დაიკეტოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები. გუბერნატორის თქმით, თუ ვითარების გაკონტროლება შეუძლებელი გახდება, ხელისუფლება ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიროგორ უნდა გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: მივმართავ არა ხელისუფლებას რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოსა და მორწმუნე მრევლს