ზუგდიდის მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დროებით დაიხურა

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დღეიდან დაიხურა. მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუზეუმი დროებით, 16 მარტამდე დამთვალიერებელს არ მიიღებს.

„მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დაიხურა, ადმინისტრაცია მუშაობს, რადგან დილიდან ვიწყებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. მუზეუმის დროებით დახურვა კულტურის სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს, რომ უზრუნველყო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება,დაახლოებით 1000 კვ.მ-ფართზე“, – ამბობს ლილი ბერაია.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 10 წლის ბავშვია
შემდეგი სტატია”მეოთხე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში