ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩაერთნენ მყვინთავებიც.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდუდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს 15 წლის ბიჭი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს
შემდეგი სტატია“მოდით პირდაპირ ვიტყვი… თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი” – ჯანმოს ხელმძღვანელი