ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ველოსიპედით და მოტოციკლით მიმავალი ახალგაზრდები ერთმანეთს შეეჯახნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტესის სოფელ ნაწულუკუში ველოსიპედით და მოტოციკლით მიმავალი ახალგაზრდები ერთმანეთს შეეჯახნენ. ისინი მსუბუქი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ახალგაზრდებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მომხდართან დაკავშირებით შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც მიკერძოებაზე მიანიშნებს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ყველას შეუძლია წაიკითხოს და შეაფასოს, არის სილის გაწვნა თუ შექება