ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტივისტის სახლს მეორედ ესროლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრის გელა შედანიას სახლს უკვე მეორედ ესროლეს.

მოძრაობის წევრი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.იგი რამდენიმე დღეა გუბერნიის გვერდით განლაგებულ კარავში იმყოფება.

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ დილიდან სამეგრელოში ჩავლენ და ზუგდიდის პოლიციის უფროსს ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას, ასევე გელა შედანიას სახლზე 24 საათიანი კონტროლის დაწესებას მოსთხოვენ.

სამოქალქო აქტივისტები ითხოვენ, პოლიციამ დროულად მოძებნოს და დასაჯოს დამნაშავე.

მათი თქმით, ეს ფაქტი აქტივისტების დაშინებას ისახავს მიზნად და იმ შემთხვევაში თუ პოლიცია სათანადო ზომებს არ მიიღებს,იძულებულები გახდებიან თავად დაიცვან ოჯახი მორიგი თავდასხმებისგან.

გელა შედანიას ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, სროლის დროს, სახლში იმყოფებოდნენ შედანიას მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც სროლის შედეგად შეშინდნენ.

უცნობი პირის მიერ გასროლილი ტყვია სახლის გარე ფასადზე მდებარე ნათურას მოხვდა.

გელა შედანიას თქმით, მის სახლს უცნობმა პირებმა გასულ ღამესაც ესროლეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა