ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პირი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ’ის 276′-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.















