ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის 14 სახლი აშენდა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ მონაწილეობა, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ.

ამასთან, კერძო სახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდა, ხოლო საცხოვრებელი სახლების ფართობი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. განსახლების პარალელურად, 14 ოჯახს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მცირე გრანტებიც გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: იმ შემადგენლობის პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, კოალიციას არ ვაკეთებთ
შემდეგი სტატიაე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ