ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონამდე ლარით მეტია. მიმდინარე წლის საწყისი ბიუჯეტი 40 მილიონ 400 000 ლარი იყო.

მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზაღვრა.

საკრებულოს სხდომა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა და მას არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიმესამე პრეზიდენტს “ემპათიას” მედიკოსები მოინახულებენ
შემდეგი სტატიაწითლიძის თქმით, პოლიციის მიერ მოტეხილ თითზე ოპერაცია დასჭირდება