ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი (ზვიად) სიჭინავამ, დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ არ ვიძლევი დაპირებებს, ვსაუბრობ კონკრეტულ გეგმებსა და ამოცანებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია დასაქმების საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ცალ-ცალკე ჭრილში არ უნდა განვიხილოთ ეს. პრობლემები არის სისტემური და წლიდან წლამდე მათ მოგვარებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთხელ და სამუდამოდ მუნიციპალიტეტში უნდა დაიგოს გზა და საარჩევნო დაპირების ნაწილი არ უნდა გახდეს. ჩემი მთავარი მესიჯია, დიალოგი ხალხთან და დასაქმება“, – განაცხადა დომენტი სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაში,,პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარება ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ”
შემდეგი სტატია„გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ ევროკონვენციის ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა