ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ახალი გუნდი წარადგინა

ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა წარადგინა.გულოდავა აქამდეც ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა, მაიზერ ნანავა კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო.ზუგდიდის მერმა დღესვე სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა. ლაშა გოგიას განცხადებით, კადრების დაკომპლეტება პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდა. ,,ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს და ჩვენს ხალხს აქვს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს.ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმძღვანელებს. ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია უხელმძღავნელებს, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შესარულებს. შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში.განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას მაია ჩიტაია შესარულებს. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი – იურისტი ბაკურ კვეტენაძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე ზუგდიდის გამგეობაშიც მუშაობდა.მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს.სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა
შემდეგი სტატია“ეს ხელისუფლების უშუალო მონაწილეების გარეშე ვერ მოხდებოდა” – ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში?