ზუგდიდის მერიის და გამგეობის თანამშრომლებს „ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზება დაავალეს

14513779_1218193504918993_1879976955_oროგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს, 27 სექტემებრს, დილით, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომრისა და ამჟამად „ოცნების“ მაჟორიტრობის კანდიდატის, მერაბ ქვარაიას დავალებით, მერიის  და გამგეობის თანამშრომლებს სპეციალური ბლანკები დაურიგეს და დაავალეს, რომ შუადღემდე შეავსონ ყველა გრაფა, ანუ თამშრომლებმა უნდა მიუთითონ, თავიანთი უბნიდან და სამეზობლოდან რამდენს მიაცემინებენ 8 ოქტომბერს ხმას „ქართული ოცნებისთვის“. ამასთან, ანკეტაში მითითებული უნდა იყოს ყველა სავარაუდო მხარდამჭერის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
მსგავსი ინიციატივა, მინიმუმ, კანოდარღვევაა, რასაც ალბათ, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ. მანამდე კი, „თაიმერი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას განაგრძობს და სხვადასხვა სუბიექტის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.”თაიმერი” დაუკავშირდა გამგეობის ადმინისტრაციის უფროსს თენგიზ შანავას, რომელმაც საქმის გარკვევისათვის  დრო ოთხოვა და აღნიშნა, რომ  “თაიმერის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შესვენების შემდეგ გაარკვევს.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: საერთოდ, კიევში ვარ იმ პერიოდში და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ
შემდეგი სტატიათბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო