ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდის სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდა

დღეს 5 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდის სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის და მოსახლეობის პრობლემებზე. სოფლის მოსახლეობამ განაცხადა რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ არჩევნების პერიოდში ჩადიან და დაპირებებს პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით არ ასრულებენ. მალხაზ ჯალაღონია მოსახლეობას დაპირდა რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის და სოფლების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებდა.

banner
წინა სტატიაში5 ოქტომბერი -აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა პატივმიგების დღეა
შემდეგი სტატია“ლელოს” აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. 100%-იანი ზრდა 10 დღეში მხოლოდ ლელოს აქვს – მამუკა ხაზარაძე