ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის, ოდიშის და ჭაქვინჯის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

დღეს 9 ოქტომბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის,ცაიშის, ურთისა და ჭითაწყარის, ოდიშის და ჭაქვინჯის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მალხაზ ჯალაღონია ადგილობრივებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა რომ მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას რეალურად ეს არ მუშაობს და პირიქით ხალხი ელოდება ცვლილებებს 31 ოქტომბერს!

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა რომ მომავალში აუცილებლად გააგრძელებს მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას და მათი პრობლემების მოსმენას.

ადგილობრივებს მძიმე სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაზრდილი კრიმინალი აწუხებთ. ყველანი ვიაზრებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ზემოხსენებული პრობლემები არ გადაიჭრება-აცხადებს ჯალაღონია.

 

 

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი კირიონი ჩვენებაში “გამქრალ რუკაზე” საუბრობს
შემდეგი სტატიაშავგულიძე : კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება