ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუას ქურდობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

region
: region იანვარი 11, 2019 18:15

ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუას ქურდობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუას ქურდობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შუამდგომლობა ბრალდებულისთვის განაჩენის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანასა და გირაოს შეფარდებას გულისხმობდა.

თავად ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მოპარულ თოვლის ბაბუას სათამაშოს კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მაკდონალდსს“ დაუბრუნებენ.

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა რამდენიმე დღის წინ მოიპარეს. ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

region
: region იანვარი 11, 2019 18:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics