ზუგდიდის მაღალი ზონის სოფლებში დიდთოვლობის გამო დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმედილია. იწმინდება სოფლების შიდა გზებიც.
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობელემების აღმოფხვრის სამუშაოებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია პირადად ხელმძღვანელობს. დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ელექტრო ენერგია შეზღუდვებით მიეწოდება მუნიციპალიტეტის რვა სოფელს. დაზიანებულ კერებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტრო მომარაგება ყველა პრობლემურ სოფელს დღესვე აღუდგება.
https://youtu.be/4tqq03CvD_k