ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58- ს კორონავირუსი დაუდასტურდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია.

აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.
3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა.

4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა.

5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.

გამოვლენილი ინფიცირებულებიდან არიან, ზუგდიდის 17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის 6 ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი და 1 მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი მათგან 4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის რეგიონიდანაა და 5- აჭარის რეგიონიდანა.

რუხის კლინიკიდანა გაეწერა 13 პაციენტი მათგან 7 ზუგდიდელია, 1 ფოთის მაცხოვრებელია, 4 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და 1 ხობის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.
დაწერეთ შეტყობინება.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე : ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, თავსდება ჰოსპიტალში, არსებობს საკმარისი საწოლები