16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა ჯერ თანამდებობა დატოვა, მერე კი ქვეყანა

ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანმა ზურაბ ჭოჭუამ თანამდებობა დატოვა და აშშ-ში გაიქცა. აქტივისტების თქმით, ზურაბ ჭოჭუა იმ პოლიციელებს შორის იყო, ვინც ზუგდიდში საპროტესტო აქციების დროს აქტივისტებს ავიწროებდა.

პლიციიდან ზურაბ ჭოჭუას წასვლას ფორმულასთან ადასტურებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსიც, თუმცა აცხადებს, რომ ის აშშ-ში ტურისტული მიზნებით არის წასული

“ზურა ჩემი მოადგილე არ იყო, ჩემი თანამშრომელი იყო 10 დღის უკან მან თავისი სურვილით დაწერა პატაკი გათავისუფლების შესახებ და ტურისტული მიზნით წავიდა ამერიკაში” – განაცხადა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი მაია კალანდია წერს:

“პოლიციელმა ზურაბ ჭოჭუამ, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა, ქვეყანა დატოვა და ამერიკაში წავიდა.
ზურაბ ჭოჭუა იყო ჩემი ბრალმდებელი სასამართლოზე, ისეთი რაღაცები წაიკითხა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულზე, იზოლატორში ღამენათევი, კარგად ვერ ვაცნობიერებდი სიტუაციას და ირგვლივ ვიყურებოდი, ვინმე სხვაც ხომ არ იყო ბრალდებული დარბაზში ჩემს გარდა, მეთქი ვისზე კითხულობს ამ ამბებს თქო.(მარიამ სიჭინავას სასამართლო სხდომა მეორე დარბაზში იყო ჩანიშნული)…
ეს ჯანდაბას – გავიდა დრო და ერთ-ერთი აქციის დროს, ქუჩაში, კოლეგებისგან მოშორებით მდგომთან, ადამიანურად ვცადე დალაპარაკება. არ შეგრცხვათ იმ ბრალდებას რომ კითხულობდით მეთქი?!
და იცით რა მითხრა?!
მოეშვით ჩემზე ზემოქმედებას, რასაც მეუბნებით ყველაფერს ვიწერ და ახლა უკვე ყველანაირი საფუძველი მექნება, სისხლით დაგაკავოთო!
მეგობრებმა გამაკავეს და ისე მომხსნეს ადგილიდან!
ზურაბ ჭოჭუამ, რამდენიმე დღის წინ დაწერა პატაკი და დატოვა სამსახური!
ზურაბ ჭოჭუამ, გუშინ დატოვა საქართველოს საზღვარი, წავიდა ამერიკაში და ჩვენ დაგვიტოვა ეს ქვეყანა! გარწმუნებთ, მოუწევს აგოს პასუხი!”.
banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტმა სომხეთში CMS პროექტის საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა საზღვაო დრონით ტუაფსეს ნავთობტერმინალს დაარტყეს