ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის საქმეზე სასამართლო სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო

ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის საქმეზე სასამართლო სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. ადვოკატებმა სასამართლოს უთხრეს, რომ საკუთარი შესავალი სიტყვის სათქმელად გარკვეული დრო და კონსულტაციები სჭირდებათ.

აღნიშნული შუამდგომლობა მათ პროკურატურის შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დააყენეს.

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჭიძემ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომა 26 თებერვლამდე გადადო.

როგორც ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, შესავალი სიტყვის გადადების მიზეზია ბრალდებულებთან კონსულტაციები. მისი თქმით, დაცვის მხარე შემდგომი მოქმედების სტრატეგიის დაგეგმვას აპირებს.

„მტკიცებულებებზე არაფერი ახალი არ თქმულა. ფაქტიურად, მხოლოდ ზურაბ კვირკვიას ჩვენებაა საქმეში. შესავალი სიტყვის გადადების მიზეზია გარკვეული კონსულტაციები ბრალდებულებთან. ასევე, უნდა დავსახოთ სტრატეგია, თუ როგორ ვიმოქმედებთ“,-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანძემ.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატია21 ოპოზიციური პარტია კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს