ზუგდიდის ყოფილი მერი პრემიერს: მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!

ზუგდიდის ყოფილი მერი და ახლა პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი შენგელია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. როგორც შენგელია ამბობს, ღარიბაშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რას და სად ამბობს, რათა მომავალში “ბოროდ” არ გამოჩნდეს, რაც მეგრულად სულელს ნიშნავს.

“სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ “ბოროდ” სულელად აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.

მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა! ვინ არის მაზაკვალი (ეშმაკი, დამთარსველი, მზაკვარი) და ვინ არა, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ!” – წერს შენგელია ფეისბუქზე.

 

https://youtu.be/Ue14guRcBsI

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება