ზუგდიდის ყინულის სახლის დემონტაჟისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება

ზუგდიდში ყინული სახლის დემონტაჟი მიმდინარე თვეს დაიწყება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრეს.

„აღნიშნული თანხა ყინულის სახლის დემონტაჟისა და მისი სხვა ადგილას გადატანას მოხმარდება. დემონტაჟი სავარაუდოდ წლის ბოლოს დაწყება, მაგრამ სამუშაოების დასრულება ამ წელს ვერ მოესწრება. მისი დემონტაჟი და გადატანა მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ვალდებულება იყო“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ.

ყინულის სახლში რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის დასრულდა. ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მისი რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.

მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რამდენიმე მილიონიანი ყინულის მოედნის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია 80 ნომრიან საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმრო უნდა ააშენოს. მოედნის გადატანა კი მერიას საკუთარი სახსრებით მოუწია

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიამცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე წევრი დააკავეს