ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში ვირუსის სიპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში  კორონავირუსის დამახასიათებელი  სიპტომებით  ოთხი პაციენტი შეიყვანეს. ისინი ყველა ერთი ოჯახის წევრია. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ამ მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. დღემდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზები  ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

 

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2609612399323751/?t=6

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს
შემდეგი სტატიასაქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა